ფილე კარტოფილის გარსში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
![ფილე კარტოფილი ფილე კარტოფილი](/files/2025/02/10/12469/phile-kartophili_w_h.jpeg)
ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ფილე
🔸 900 გრამი გათლილი კარტოფილი
🔸 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი
🔸 3 კვერცხი
🔸 3 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 8 სადილის კოვზი საფანელი
🔸 100 მილილიტრი ზეთი
🔸 მარილი, შავი პილპილი
🔸 ხმელი კამა, მშრალი სუნელი.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი და ნიორი დააქუცმაცეთ და მოშუშეთ ცხელ ზეთში. კარტოფილი გახეხეთ. ფილე გაყავით ოთხ ნაწილად, თითოეული გაჭერით სიბრტყეზე, მერე კი – შუაში გაჭერით. სულ 16 ნაჭერს მიიღებთ და ყველას სათითაოდ წაუსვით მარილი და პილპილი.
მოამზადეთ სპეციალური დრესინგი: თასში ერთმანეთში შეურიეთ მარილი, შავი პილპილი, წვრილად დაჭრილი ხახვი, გასრესილი ნიორი, ცოტა ხმელი კამა. კარტოფილს მოასხით 2-3 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 3 სადილის კოვზი ზეთი, ცოტა მშრალი სუნელი და კარგად აურიეთ. შეურიეთ მოშუშული ხახვი და აურიეთ, დაუმატეთ 8 სადილის კოვზი საფანელი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. გათეთრებამდე ათქვეფილი 3 კვერცხი დრესინგთან ერთად ჩაასხით კარტოფილიან მასაში და აურიეთ ძალიან კარგად. შემდეგ ქათმის ნაჭრები სათითაოდ ამოავლეთ ამ მასაში, შებრაწეთ ორივე მხრიდან ცხელ, ზეთიან ტაფაზე. ან დადეთ ხორცის ნაჭერი, ზემოდან დაადეთ კარტოფილის ბლინის ცომი, რომ შეიბრაწება, უკვე ცომიანად ამოატრიალეთ და მეორე მხარესაც დაადეთ ცომი. ორივე მხარე კარგად უნდა შეიბრაწოს გარსიანად. უხდება ნებისმიერი სოუსი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან