ფენოვანი „ნაზი“ ტორტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.02

გემრიელი ტორტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 1 ქილა შესქელებული რძე, 1 კვერცხი, 450 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით.
კრემი – ნახევარი ლიტრი რძე, 2 კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, 2 სადილის კოვზი ფქვილი, ცოტა ვანილი, 180 გრამი კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
კარგად ათქვიფილ 2 კვერცხს დაუმატეთ რძე და შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით. ჩაუმატეთ ფქვილი და ვანილი, მიქსერით კარგად აურიეთ. დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და ნელი მორევით მიიყვანეთ შესქელებამდე. როცა მასა კარგად გასქელდება, გადმოდგით და გააცივეთ.
სანამ კრემი ცივდება, მოვამზადოთ ცომი: თასში ჩაასხით შესქელებული რძე, დაუმატეთ კვერცხი, ათქვიფეთ, ჩაუმატეთ ცოტა ფქვილი და სოდა ძმრით. აურიეთ ძალიან კარგად. თანდათან ჩაუმატეთ ფქვილი და მოამზადეთ ცომი – ჯერ კოვზით ურიეთ, მერე კი ხელით მოზილეთ. ცომი უნდა იყოს რბილი და ხელებზე არ გეკრობოდეთ. გაყავით 8 ნაწილად და სათითაოდ გააბრტყელეთ წრეებად. გამოაცხვეთ 200 გრადუსზე – თითოეულს 10-10 წუთი ეყოფა.
სანამ ფირფიტები ცხვება და ცივდება, კრემს შეათქვიფეთ კარაქი.
ააწყვეთ ტორტი: წაუსვით ფენებს კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე. კრემი ბოლო ფენასაც გადაუსვით და მოაყარეთ გახეხილი შავი შოკოლადი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან