კულინარია
ფენოვანი „ლოკოკინები“ ძეხვით
№43
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.11, 2025 წელი
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი ფენოვანი ცომი
🔸 5 ნაჭერი მოხარშული ძეხვი
🔸 1 კვერცხი
🔸1 სადილის კოვზი რძე
🔸 3 ღერი მწვანე ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ნუში
🔸 სანელებლები – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
რძეში შეურიეთ კვერცხის გული, ცილა კი ცალკე გადაინახეთ. ძეხვი თხლად დაჭერით. ცომი გააბრტყელეთ და კიდეებზე წაუსვით ცილა. დაალაგეთ ძეხვის ნაჭრები, დაჭრილი მწვანე ხახვი, მოაყარეთ ნუში და სანელებლები. გადაახვიეთ რულეტად და დაჭერით 1,5-2 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად. დაალაგეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან გადაუსვით კვერცხის გული. გამოაცხვეთ 200 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში, გაოქროსფერებამდე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





