ფარშის ჩხირები თეთრი სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.10, 2023 წელი

გემრიელი ფარშის ჩხირების რეცეპტი ,,თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 450 გრამი ძროხის ხორცის ფარში
🔸 70 გრამი ყაბაყი
🔸 3 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 სადილის კოვზი სახამებელი
🔸 1 კვერცხი, 50 გრამი მოცარელა
🔸 ცოტა ცხარე
🔸 დაფქული წიწაკა
🔸 მარილი – გემოვნებით, ზეთი.
სოუსი: 50 გრამი არაჟანი, 50 გრამი მაიონეზი, 2 სადილის კოვზი მდოგვი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, ძალიან ცოტა შაქარი, მარილი – გემოვნებით, ცოტა კამა, თუ თქვენ მოგწონთ.
მომზადების წესი 👩🍳
ფარშში შეურიეთ გახეხილი ყაბაყი, დაუმატეთ გახეხილი მოცარელა, არაჟანი, კვერცხი, წიწაკა, მარილი, 2 სადილის კოვზ ცივ წყალში გახსნილი სახამებელი და კარგად აურიეთ. მზა ფარში მოათავსეთ საკონდიტრო პარკში. დადგით გამოსაცხობი ტაფა-გრილი გაზქურაზე, დაასხით მასზე ზეთი და გააკეთეთ ფარშის ჩხირები, შებრაწეთ ორივე მხრიდან. ყველა რომ შეიწვება, გამორთეთ გაზქურა და ჩხირები დატოვეთ ტაფაში.
თასში მოათავსეთ სოუსის ყველა ინგრედიენტი, აურიეთ ძალიან კარგად, პიკანტური გემო თუ მოგწონთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამაც. თბილი ჩხირები ამოიღეთ ლანგარზე და მიირთვით სოუსთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან