ფარშირებული ბადრიჯანი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.04

ბადრიჯნის გემრიელი კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 8-10 ცალი ბადრიჯანი
🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი წიწაკა ჩილი
🔸 6-7 კბილი ნიორი
🔸 150-200 გრამი ზეითუნის ზეთი
🔸 1 კონა ოხრახუში
🔸 4-5 სადილის კოვზი ლიმონი
🔸 1 სადილის კოვზი ძმარი
🔸 1 სადილის კოვზი კორიანდრი
🔸 1 სადილის კოვზი ქარი
🔸 წითელი ცხარე
🔸 ცოტა დაფქული წიწაკა და ცოტა მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ბადრიჯნები გარეცხეთ, შეაშრეთ და წაუსვით ზეითუნის ზეთი, დადეთ ფოლგით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე და მოათვსეთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 20-25 წუთით ან, სანამ ბადრიჯნები არ დარბილდება. შემდეგ მცირედით გააგრილეთ, ფრთხილად მოაცილეთ ყუნწები და იმ ადგილას, სადაც ყუნწები იყო, კარგად მოაყარეთ მარილი. დატოვეთ 1 საათით.
შიგთავსის მომზადება: ტკბილი და ცხარე წიწაკები გაჭერით შუაში, მოაცილეთ თესლები და შემდეგ პატარა კუბიკებად დაჭერით. ნიორი დაჭყლიტეთ. ოხრახუში წვრილად დაჭერით, ყველა ინგრედიენტი აურიეთ, დაუმატეთ მარილი, კორიანდრი, ქარი, წითელი ცხარე, დაფქული წიწაკა, ლიმონის წვენი, ძმარი და 50 მილილიტრი ზეითუნის ზეთი.
ბადრიჯნების შევსება: თითოეულ ბადრიჯანში გვერდიდან გააკეთეთ ჭრილი, ოდნავ მოაყარეთ მარილი და შიგნით ჩადეთ მომზადებული შიგთავსი, შევსებული ბადრიჯნები მოათავსეთ სტერილიზებულ ქილაში ან კონტეინერში, დაასხით ზეითუნის ზეთი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ბადრიჯნები, დახურეთ მჭიდროდ და მოათავსეთ მაცივარში. 5 დღის შემდეგ ბადრიჯნები მზად იქნება მოსახმარად. თუ ბადრიჯნები პატარაა, შეგიძლიათ სუფრაზე მთელები მიიტანოთ, თუ დიდია, დაჭერით 2-3 სანტიმეტრის სისქის ნაჭრებად, გემრიელია პურთან ერთად, განსაკუთრებით იმ ზეთში, რომელშიც ბადრიჯნები ინახებოდა,
სიახლეები ამავე კატეგორიიდან