კულინარია
ფახიტასი კეტჩუპით, არაჟნითა და სოიის სოუსით
№11
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.03, 2024 წელი
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ქათმის ფილე
🔸 1 ცალი წიითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 სადილის კოვზი კეტჩუპი
🔸 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი
🔸 1,5 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ზეთში მოშუშეთ გრძლად დაჭრილი ქათმის ფილე. დაუმატეთ მოგრძოდ დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი. მოასხით არაჟანი, კეტჩუპი და სოიის სოუსი. კარგად ამოურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





