კულინარია

პელმენი თევზით

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.06

პელმენი თევზით
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი პელმენის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 3 ჭიქა ფქვილი, 2 კვერცხი, 1 ჭიქა წყალი, 2 სადილის კოვზი ზეთი, მარილი.

შიგთავსი – 1 კილოგრამი თევზის ფილე, 200 გრამი საქონლის ხორცის ცხიმი, 2 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ცოტა ხმელი სუნელი, მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, არაჟანი ან გამდნარი კარაქი – სოუსად, კამა – მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ ცომი – თასში ჩაასხით თბილი წყალი, შემდეგ ჩაახალეთ კვერცხი და ათქვიფეთ, მოაყარეთ მარილი და აურიეთ, შემდეგ ჩაუმატეთ ზეთი და კიდევ აურიეთ. ბოლოს შეურიეთ ფქვილიც და მოზილეთ ცომი. 10 წუთი მაინც უნდა ზილოთ, რომ ცომი ელასტიკური გამოვიდეს. მოათავსეთ თასში და გააჩერეთ 30 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

თევზის ფილე, ხახვი და ნიორი დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში. ჩაუმატეთ ხორცის ცხიმი, მარილი, სუნელი, ცოტა შავი პილპილი, ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.

ცომი გააბრტყელეთ რაც შეიძლება თხელ ფენად, ამოჭერით მრგვალი წრეები და ოდნავ გააბრტყელეთ. თითოეულის შუაგულში ჩაის კოვზით მოათავსეთ ფარში და შეკარით პელმენი.

აადუღეთ წყალი ან ბულიონი, უყავით მარილი და ჩაყარეთ პელმენები. ხარშეთ 5-7 წუთის განმავლობაში, ამოიღეთ ლანგარზე, მოასხით ცოტა არაჟანი ან გამდნარი კარაქი და მოაყარეთ დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა