კულინარია

პელმენი სოუსით

№3

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.01, 2023 წელი

პელმენი სოუსით
დაკოპირებულია

გემრიელი პელმენის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი - 450 გრამი ფქვილი, 1 კვერცხი, 200 გრამი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი.

შიგთავსი:

🔸 700 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 1 ცალი ხახვი

🔸 მარილი, შავი პილპილი.

სოუსი:

🔸 100 გრამი ქამა სოკო

🔸 1 ხახვი

🔸 350 გრამი რძე

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 მარილი

🔸 შავი პილპილი

🔸 50 გრამი მაგარი ყველი, ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოცემული ინგრედიენტებით მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 30 წუთით. ფარშში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა მარილი და პილპილი. გააბრტყელეთ ცომი და გააკეთეთ პელმენები. ცალკე ზეთიან ტაფაზე მოშუშეთ ძალიან თხელ ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი და სოკო. შუშვისას დაუმატეთ კარაქი, შემდეგ კი - პელმენები (30 ცალი) და ცოტა შებრაწეთ. დაასხით რძე, მოაყარეთ მარილი, პილპილი და ტაფას თავსახური დაახურეთ. დაუკელით ცეცხლს და რძე რომ სანახევროდ ჩაშრება, მოაყარეთ გახეხილი ყველი. ფრთხილად აურიეთ. სულ ცოტა წვენი უნდა დარჩეს, ანუ სოუსით უნდა იყოს. უგემრიელესია. ბოლოს მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი