კულინარია

პატარა ღვეზელები ძეხვითა და ყველით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 27.11

პატარა ღვეზელები
დაკოპირებულია

გემრიელი ღვეზელების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

ცომი – 180 მილილიტრი რძე, 1 კვერცხი, ცოტა მარილი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 450 გრამი ფქვილი.

შიგთავსი – 250 გრამი ძეხვი, 100 გრამი მაგარი ყველი, 1 კონა მწვანე ხახვი, 2 სადილის კოვზი არაჟანი, ზეთი, ხმელი ქონდარი.

მომზადების წესი 👩‍🍳

მოზილეთ ცომი ინგრედიენტებისგან, დააფარეთ ჯერ ცელოფანი, შემდეგ ტილო და გააჩერეთ 15 წუთი. ყველი გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე. მოათავსეთ თასში, შეურიეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ქონდარი, 2 სადილის კოვზი არჟანი და კარგად აურიეთ. „დასვენებული“ ცომი გაყავით ოთხ ნაწილად. ჯერ პირველი ნაწილი გააბრტყელეთ 2-3 მილიმეტრ სისქეზე და 8 სანტიმეტრის დიამეტრის ჭიქით ამოჭერით რგოლები. ასევე, რგოლებად დაჭერით „მოხარშული“ ძეხვი, თითოეულის სისქე მაქსიმუმ 1 სანტიმეტრი უნდა იყოს. დაადეთ ეს ნაჭრები ცომის რგოლების საერთო რაოდენობის ნახევარზე. ზემოდან დაადეთ ერთი ჩაის კოვზი შიგთავსი, დააფარეთ დარჩენილი რგოლები და ნაპირები ლამაზად დაახვიეთ. შებრაწეთ ორივე მხრიდან ცხელ ტაფაზე, დიდი რაოდენობის ზეთში. დანარჩენი ცომიდანაც ზუსტად ასე მოამზადეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა