პასტა სოკოთი და პომიდვრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.06, 2022 წელი

გემრიელი პასტას რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 100 გრამი მაკარონი
🔸 200 გრამი ქათმის ფილე
🔸 1 ცალი წითელი ხახვი
🔸 150 გრამი დაკონსერვებული წვრილი სოკო
🔸 2 ცალი პამიდორი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 2 სადილის კოვზი სოიის სოუსი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათამი დაჭერით მომცრო ნაჭრებად. ხახვი – ნახევარრგოლებად. ქათამს მოასხით სოიის სოუსი და გააჩერეთ 7 წუთი მაინც. პომიდორი გარეცხეთ და კანიანად დაჭერით კუბიკებად. ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი და მოშუშეთ ქათმის ნაჭრები სოუსიანად. გადმოიღეთ თეფშზე. იმავე ტაფაზე კი მოშუშეთ ხახვი. დაუმატეთ სოკო, ბოლოს კი – პომიდორი. დაახურეთ თავსახური და ჩაშუშეთ. მოასხით სოიის სოუსი, აურიეთ და დაუმატეთ ქათმის ნაჭრები. ცალკე მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ და მოაყარეთ ტაფაში დანარჩენ ინგრედიენტებს. აურიეთ და მზად არის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან