პასტა სოკოთი და ბეკონით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.09, 2021 წელი

მარტივი და გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისლებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 400 გრამი იტალიური პასტა
🔸 500 გრამი ქამა სოკო (აუცილებლად ცოცხალი)
🔸 100 გრამი ბეკონი, 150 გრამი ძეხვი
🔸 70 გრამი ყველი პარმეზანი
🔸 50 მილილიტრი თეთრი, მშრალი ღვინო
🔸 5 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 200 გრამი დაკონსერვებული პომიდორი
🔸 ნახევარი კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი
🔸 მარილი, ცოტა შაქარი, შავი პილპილი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით სოკო მსხვილად და მოხრაკეთ ზეთიან ძალიან ცხელ ტაფაზე. ქვაბში ჩაასხით წყალი. აადუღეთ და უყავით მარილი. მოხარშეთ მასში პასტა და გადაწურეთ. დაჭერით ბეკონი და ძეხვი. ცოტა მოშუშეთ სოკოსთან ერთად, დაუმატეთ გასრესილი ნიორი, დაასხით ღვინო და როცა ამოშრება, დაუმატეთ დაქუცმაცებული პომიდორი, უყავით მარილი, შაქარი, პილპილი და კიდევ აურიეთ. ეს სოუსი მოასხით დაწურულ პასტას და კარგად აურიეთ. გადმოიღეთ. მოაყარეთ დაფხვნილი პარმაზანი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან