კულინარია

პასტა პომიდვრის სოუსითა და ხორცით გიგა კუხიანიძისგან

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.02

გიგა კუხიანიძის კერძი
დაკოპირებულია

გიგა კუხიანიძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

როცა თავისუფალი დრო მაქვს, ძალიან მიყვარს კერძების მომზადება. არც ექსპერიმენტებს ვერიდები და ყოველთვის ამართლებს. მიყვარს გემოებისა და სხვადასხვა ინგრედიენტის შეხამება, ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევ მომზადების პროცესში კერძის როგორც გემოს, ისე სურნელს და ვიზუალურ მხარეს. ვინც მიცნობს, იცის, როგორი გურმანი ვარ და სიამოვნებით მივირთმევ და ვაგემოვნებ სხვადასხვა კერძს. ახლა კი გასწავლით საკმაოდ ადვილად მოსამზადებელ და გემრიელი კერძის რეცეპტს, რომელიც პასტისგან, პომიდვრის სოუსისა და ხორცისგან მზადდება.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი პასტა

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 3 თავი ხახვი

🔸 400 გრამი პომიდორი

🔸 1 კონა ქონდარი

🔸 1 ცალი წითელი ბულგარული

🔸 400 გრამი ხორცის ფარში

🔸 3 ნაჭერი თეთრი პური

🔸 1 კვერცხი, ზეთი

🔸 1 ჭიქა საფანელი

🔸 ცოტა ბეგქონდარა

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 მარილი და წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცის ფარშს დაუმატეთ 1 თავი ხახვი და კვერცხი. პური დაალბეთ თბილ წყალში, გაწურეთ და ჩოფერში დააქუცმაცეთ, შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ბეგქონდარა. ხორცისგან გააკეთეთ პატარა გუნდები, ამოავლეთ საფანელში და ზეთში შეწვით. გადაიტანეთ საშრობ ქაღალდზე, რომ დაიწრიტოს. პომიდორს კანი გააცალეთ და დაჭყლიტეთ. 2 თავი ხახვი, ნიორი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. შეურიეთ პომიდორი და შუშეთ რამდენიმე წუთი. დაუმატეთ მარილი, წიწაკა, წვრილად დაჭრილი მწვანილი და აურიეთ. პარალელურად, მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში, გადაწურეთ, შეურიეთ პომიდვრის სოუსი და სუფრაზე მიიტანეთ ხორცის ბურთულებთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული