კულინარია

პასტა პომიდვრის სოუსითა და ხორცით

№30

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.08

პასტა პომიდვრის სოუსით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 400 გრამი პასტა.

პომიდვრის სოუსისთვის – 2 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 450 გრამი პომიდორი, 1 კონა ქონდარი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 კონა ოხრახუში, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.

ხორცის ბურთებისთვის – 400 გრამი ხორცის ფარში, 3 ნაჭერი პური, 1 კვერცხი, 3 თავი ხახვი, ცოტა ბექონდარა, მარილი და წიწაკა - გემოვნებით, 1 ჭიქა საფანელი - ამოსავლებად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცის ფარშს დაუმატეთ გატარებული ხახვი და კვერცხი. პური დაალბეთ თბილ წყალში, გაწურეთ და ჩოფერში დააქუცმაცეთ, შეურიეთ ფარშს, დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ბეგქონდარა. გააკეთეთ პატარა გუნდები, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში. შემდეგ გადაიტანეთ საშრობ ქაღალდზე, რათა დაიწრიტოს.

პომიდორს გააცალეთ კანი და დაჭყლიტეთ. ხახვი, ნიორი და ბულგარული წიწაკა წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. დაუმატეთ დაჭყლეტილი პომიდორი და ისევ შუშეთ რამდენიმე წუთი. შეანელეთ მარილით, წიწაკითა და წვრილად დაჭრილი მწვანილით.

მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში, გადაწურეთ, შეურიეთ პომიდვრის სოუსი, გადაიტანეთ თეფშზე და სუფრაზე ხორცის ბურთულებთან ერთად მიიტანეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა