კულინარია

პასტა ხორცის ბურთულებით – იტალიურად

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.12

სომელიე
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

ხორცის ბურთულებისთვის

🔸 1 კვერცხი

🔸 400 გრამი ქათმის ხორცის ფარში

🔸 1 პატარა თავი ხახვი

🔸 4 ნაჭერი თეთრი პური

🔸 ნახევარი ჭიქა გახეხილი ყველი პარმეზანი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸1 კბილი ნიორი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 0,5 ჩაის კოვზი შავი პილპილი.

სპაგეტისთვის – 400 გრამი სპაგეტი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 450 გრამი გახეხილი პომიდორი, 1 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი ბაზილიკი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათმის ფარშს შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები, კარგად გადაურიეთ, გააკეთეთ პატარა გუნდები და შეწვით ზეთში. მოხარშეთ პასტა მარილიან წყალში. იმავე ტაფაში, რომელშიც ხორცის ბურთულები შეწვით, ჩაამატეთ ზეთი, ნიორი და მოშუშეთ. ჩაასხით პომიდორი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, ბაზილიკი და წამოადუღეთ რამდენიმე წუთით. შემდეგ, ჩაუმატეთ მოხარშული პასტა, ამოურიეთ, დაუმატეთ ხორცის ბურთულები და გააჩერეთ ცეცხლზე 1-2 წუთი. ბოლოს მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა