კულინარია

პასტა კარბონარა ბეკონითა და ქამა სოკოთი ლევან წვერავასგან

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.12

ლევან წვერავას კერძი
დაკოპირებულია

სწორი კვება ჩემი პრიორიტეტია. მეტყობა კიდეც გარეგნობაზე. წონას არასდროს გავცდები, რადგან როგორც კი ცოტას ვიმატებ, ეგრევე დისკომფორტში ვარ. მუსიკის შემდეგ, ჩემი ჰობი კულინარიაა. გურმანიც ვარ, კეთებაც მიყვარს და ჭამაც. ყველაფერი გემრიელი გამომდის. ჩვენი, ქართული სამზარეულო ძალიან მიყვარს, თუმცა, ყველა ქვეყნის სამზარეულოს პატივს ვცემ. განსაკუთრებულად მეგემრიელება იტალიური პიცა და კარბონარა. ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველს კი შევთავაზებ კარბონარას ჩემეულ რეცეპტს, რომელსაც ხშირად ვამზადებ და ძალიან მიყვარს.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი სპაგეტი

🔸 100 გრამი ყველი პარმეზანი

🔸 100 გრამი ბეკონი

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 150 გრამი ქამა სოკო

🔸 200 მილილიტრი ნაღები

🔸 2 კვერცხის გული

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

სპაგეტი მოხარშეთ მარილიან წყალში. ზეთში შეწვით დაჭრილი ბეკონი, დაუმატეთ თხლად დაჭრილი სოკო და ერთად მოშუშეთ. კვერცხის გულები ათქვიფეთ, დაუმატეთ ნაღები, მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი. მიღებული მასა დაუმატეთ ტაფაზე მოშუშულ ბეკონს და დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს არ აუწიოთ, თორემ კვერცხი აიჭრება. ამ სოუსში ჩაუმატეთ გადაწურული, ცხელი პასტა და ამოურიეთ. გადაიტანეთ თეფშებზე. ზემოდან კი შეგიძლიათ, დამატებით, კიდევ მოაყაროთ ყველი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი