პასტა გოგრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.09
გემრიელი პასტას რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი პასტა (მაკარონი)
🔸 150 გრამი გოგრის რბილობი
🔸 150 მილილიტრი ნაღები
🔸 10 გრამი კარაქი
🔸 1 სადილის კოვზი ზეთი
🔸 შავი პილპილი, წითელი ცხარე წიწაკა
🔸 2 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი
🔸 20 გრამი მაგარი ყველი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ მაკარონი, წვრილად დაჭერით ნიორი და ხახვი და მოშუშეთ ცხელ ტაფაზე კარაქისა და ზეთის ნაზავში. დაუმატეთ წვრილ კუბიკებად დაჭრილი გოგრა, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, ცხარე წიწაკა. კარგად აურიეთ, დაასხით ნაღები და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ ნელა და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და შეურიეთ გახეხილი ყველის ნახევარი.
მოხარშული მაკარონი დაწურეთ თუშფალანგზე, მოასხით თბილი სოუსი, აურიეთ და მოაყარეთ დარჩენილი ყველი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან