კულინარია

„პასტა“ ბეკონითა და მწვანე ბარდით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.05

პასტა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 160 გრამი პასტა

🔸 100 გრამი ბეკონი

🔸 100 მილილიტრი ნაღები

🔸 140 გრამი მწვანე ბარდა

🔸 პარმეზანი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 ცოტა მუსკატის კაკალი

🔸 ზეთი, მარილი

🔸 შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოხარშეთ „პასტა“. მოამზადეთ სოუსი – ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ მასზე ჯერ ხახვი, დაუმატეთ მომცრო კუბიკებად დაჭრილი ბეკონი, აურიეთ ძალიან კარგად და ცოტა ხანი შუშეთ. დაუმატეთ მწვანე ბარდა, დაასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი, გახეხილი მუსკატის კაკალი, სულ ცოტა შავი პილპილი და აურიეთ. პასტა გადაწურეთ, მოასხით სოუსი, აურიეთ, მოაყარეთ გახეხილი პერმაზანი და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა