კულინარია

ოსპისა და სტაფილოს წვნიანი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.06

ოსპის წვნიანი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 600 გრამი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 ჭიქა წითელი ოსპი

🔸 7 ჭიქა წყალი

🔸 1 სადილის კოვზი პაპრიკა

🔸 3 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით

🔸 პიტნის ფოთლები.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ ოსპი, დაჭრილი სტაფილო და ხახვი. დადგით ცეცხლზე და როცა ადუღდება, თავდახურული დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, დაახლოებით 20 წუთი, სანამ ბოსტნეული მოიხარშება. დაუმატეთ სანელებლები, გააგრილეთ და დააბლენდერეთ. შეურიეთ ზეითუნის ზეთი და პიტნის ფოთლები. წვნიანი შეიძლება მიირთვათ როგორც ცხელი, ასევე, ცივი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული