კულინარია

ოსპის წვნიანი (სამარხვო)

№9

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.03, 2023 წელი

ოსპის წვნიანი
დაკოპირებულია

სამარხვო წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 50 გრამი ოსპი

🔸 200 გრამი მოხარშული მუხუდო

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸1 თავი ხახვი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ტკბილი

🔸 წითელი წიწაკა

🔸 2 კბილი ნიორი, ცოტა კურკუმა (ერთი მუჭა)

🔸 მესამედი ჩაის კოვზი იმბირი

🔸 ცოტა ძირა, მარილი – გემოვნებით

🔸 ცოტა ქონდარი, ცოტა პიტნა

🔸შავი პილპილი, მწვანილი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 600 გრამი მუხუდოს ნახარში.

მომზადების წესი 👩‍🍳

მუხუდოს სანამ მოხარშავთ, ჩაალბეთ წყალში მინიმუმ, ერთი ღამით. მეორე დღეს გადაწურეთ, დაასხით ახალი წყალი და მოხარშეთ. სტაფილო გახეხეთ, დანარჩენი ბოსტნეული და მწვანილი კი დაჭერით წვრილად. სქელძირიან ქვაბში გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, წიწაკა, მწვანილი, სუნელები და გასრესილი ნიორი. აურიეთ, დაუმატეთ ტომატ-პასტა და აურიეთ ძალიან კარგად. მოაყარეთ გარეცხილი ოსპი და დაასხით მუხუდოს ნახარში, აურიეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუმატეთ მუხუდო. ხარშეთ 15 წუთი და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი