კულინარია

ოსპის წვნიანი მანანა თოდაძისგან

№50

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.12

მანანა თოდაძის კერძი
დაკოპირებულია

მანანა თოდაძე საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

ვინც მიცნობს და ვისაც ჩემი ნახელავი გაუსინჯავს, ალბათ, დამეთანხმება, რომ საკმაოდ გემრიელი კერძების მომზადება მეხერხება. როცა დრო მაქვს, მიყვარს სამზარეულოში ტრიალი. გურმანი ვარ და მიყვარს კერძების დაგემოვნება, მაგრამ ყოველთვის ვიცავ ზომიერებას. ვცდილობ, ორგანიზმს არაფერზე ვუთხრა უარი, მივირთვა ყველაფერი, რაც მინდა, მაგრამ მცირედით დავკმაყოფილდე. ასევე, ვუფრთხილდები ჯანმრთელობას და უპირატესობას ჯანსაღ საკვებს ვანიჭებ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ და აქტიურად ვცხოვრობ. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველებს კი მინდა, შევთავაზო ჯანსაღი, მარტივად მოსამზადებელი და ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული ოსპის წვნიანის რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ჭიქა წითელი ოსპი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ბეგქონდარა

🔸 მარილი და შავი პილპილი კი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი, ნიორი და წიწაკა წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. ქვაბში ჩაყარეთ ოსპი, დაუმატეთ მოშუშული ინგრედიენტები, დაასხით წყალი, დაახურეთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. როდესაც ოსპი მოიხარშება, ბლენდერით დააქუცმაცეთ. თუ სქელია, დაუმატეთ ცხელი წყალი. შეანელეთ მარილითა და პილპილით, მოაყარეთ დაჭრილი ან 1 ჩაის კოვზი ხმელი ბეგქონდარა და სუფრაზე მიტანის წინ, სურვილისამებრ, წიწაკის ზეთით გააფორმეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა