კულინარია

ოსპის წვნიანი ხატია სიჭინავასგან

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.02, 2023 წელი

ხატია სიჭინავას კერძი
დაკოპირებულია

ხატია სიჭინავა საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

ყველაზე კარგად გამომდის წვნიანები. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღე მიწევს წვნიანის გაკეთება, უკვე სერიოზულად გავიწაფე ხელი. ასევე, ხშირად ვაკეთებ „ზებრას” და ბლინებს. მე, თავად, არ ვარ დიდი გურმანი. ამიტომ, არც პრეტენზიული მჭამელი ვარ. ძირითადად, რასაც ბავშვები მიირთმევენ, იმას მივირთმევ მეც. ისევ ბავშვების გამო, დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანმრთელ კვებას, თუმცა არაჯანსაღიც უყვართ და ვურევთ ხოლმე. ბევრი მეკითხება, წონას როგორ ინარჩუნებ და თუ აკეთებ განტვირთვის დღეებსო. ამაზე პასუხი მარტვია: წონას ვინარჩუნებ უკვე ინერციით - ვარჯიშია, როცა 22-კილოიან ბავშვს ხელში აძინებ და განტვირთვა, როცა გავიწყდება ჭამა (იცინის). მინდა, შემოგთავაზოთ უგემრიელესი ოსპის წვნიანის რეცეპტი, რომელიც სადღესასწაულო სუფრების შემდგომ მისწრებაა.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ჭიქა წითელი ოსპი

🔸 1 ხახვი

🔸 1 ბულგარული წითელი წიწაკა

🔸1 კბილი ნიორი

🔸 1 კონა ბეგქონდარა (ან 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი)

🔸 ზეთი, წიწაკის ზეთი ზემოდან მოსასხმელად

🔸 მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი, ნიორი და ბულგარული წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში. ქვაბში ჩაყარეთ ოსპი, დაუმატეთ მოშუშული ინგრედიენტები, დაასხით წყალი, დაახურეთ და საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. როდესაც ოსპი მოიხარშება, ბლენდერით დააქუცმაცეთ, საჭიროების შემთხვევაში, ცხელი წყალი დაუმატეთ, შეაგემეთ მარილითა და პილპილით, მოაყარეთ დაჭრილი ბეგქონდარა და სუფრაზე მიტანის წინ, წიწაკის ზეთი მოასხით ზემოდან.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი