კულინარია

ოსპი გოგრის პიურეთი

№31

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.08

ოსპი გოგრის პიურეთი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 პატარა გოგრა

🔸 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 1 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

🔸 3 ჩაის კოვზი ძირა

🔸 3 ჩაის კოვზი ყვითელი კოჭა

🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

🔸 1 ჩაის კოვზი წიწაკა

🔸 1 ჭიქა სოიის ან ქოქოსის რძე

🔸 2 სადილის კოვზი წყალი

🔸 მარილი – გემოვნებით.

ოსპისთვის: 1 ჭიქა ხმელი ოსპი, 2 ჭიქა წყალი, 1 წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კბილი დაკეპილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი ხმელი როზმარინი, 1 ჭიქა წყალი, მარილი და წიწაკა – გემოვნებით. მოსართავად – ქინძის ფოთლები და დაჭრილი ხახვი.

მომზადების წესი 👩‍🍳

გოგრა დაჭერით და შეწვით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როცა კარგად დარბილდება, მოაცილეთ ქერქი და დააბლენდერეთ. ხახვი მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ სანელებლები, დაასხით რძე და რომ წამოდუღდება, გოგრის პიურესთან ერთად კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ. საჭიროებისამებრ, დაუმატეთ წყალი. შეინახეთ თბილად. თავდახურულ ქვაბში, წყალში მოხარშეთ ოსპი. ზეთში მოშუშეთ ხახვი და ნიორი, დაუმატეთ სანელებლები და მოხარშული ოსპი. თუ გსურთ, ოსპი წვნიანი იყოს, დაუმატეთ წყალი თქვენთვის სასურველი რაოდენობის. გოგრის პიურე და ოსპი ერთად ამოიღეთ თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი ხახვი და ქინძი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა