კულინარია

ორცხობილა ვანილით

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.06

ორცხობილა ვანილით
დაკოპირებულია

ვანილის გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი კარაქი

🔸 1 კვერცხი

🔸 10 მილილიტრი ზეთი

🔸 90 გრამი კარტოფილის ფქვილი

🔸 120 გრამი შაქრის პუდრა

🔸 1 შეკვრა ვანილი

🔸 450 გრამი ხორბლის ფქვილი

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 75 გრამი გახეხილი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, შეურიეთ ზეთი და კვერცხი, ათქვიფეთ მიქსერით, შეურიეთ კარტოფილის ფქვილი, შაქრის პუდრა და ვანილი, კარგად ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ ხორბლის ფქვილი, ასევე, ცომის გამაფხვიერებელი, აურიეთ ძალიან კარგად, ჩაყარეთ მსხვილად გახეხილი შოკოლადი და ისევ აურიეთ, გააკეთეთ ამ ცომისგან სხვადასხვა ფორმის ორცხობილები, დაალაგეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული