კულინარია

ორცხობილა ბანანითა და ხაჭოთი

№8

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.03

ორცხობილა ბანანითა და
ხაჭოთი
დაკოპირებულია

ორცხობილა ბანანით👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1,5 ძალიან მწიფე ბანანი

🔸 150 გრამი ხაჭო (შეიძლება, იყოს ტკბილიც)

🔸 1 ჭიქა შვრიის ფანტელი

🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 3 სადილის კოვზი თაფლი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 50 გრამი შავი შოკოლადი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბანანი დაჭერით. ხაჭო მოათავსეთ თასში, გასრისეთ და დააბლენდერეთ. ბანანიც დააბლენდერეთ, ცალკე დააქუცმაცეთ შვირიის ფანტელი, ორივე პიურეს თანაბრად შეურიეთ ფქვილი, შემდეგ – გამდნარი კარაქი და თაფლი, ბოლოს კი ყველაფერი შეაერთეთ. მოზილეთ ცომი და მოათავსეთ მაცივარში. შვრიის დაფხვნილი ფანტელები მოხალეთ ტაფაზე თაფლთან და კარაქთან ერთად, გააცივეთ და ბლენდერში დააქუცმაცეთ. დაისველეთ ხელები, ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები, დაალაგეთ ტაფაზე და ოდნავ დატკეპნეთ, მოაყარეთ დაფხვნილი მოხალული თაფლიან-კარაქიანი შვრიის ფანტელი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25-30 წუთის განმავლობაში. უკვე მზა ორცხობილებს წაუსვით გამდნარი შოკოლადი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა