ორფენიანი ომლეტი ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.05

ინგრედიენტები:
🔸 4 კვერცხი
🔸 მაგარი ყველი — გემოვნებით
🔸 ცოტა მწვანილი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ქინძი)
🔸 მარილი, შავი პილპილი — გემოვნებით
🔸 მცენარეული ზეთი — შეწვისთვის.
მომზადება 👩🍳
მოვამზადოთ ინგრედიენტები, მწვანილი დავჭრათ წვრილად, ყველი – თხელ ნაჭრებად (საკმარისია 5-6 ნაჭერი), კვერცხი გავყოთ ცილად და გულად. ცილაში ჩავამატოთ დაჭრილი მწვანილი, კარგად ავურიოთ და გადავდგათ გვერდზე. გულებში ჩავამატოთ მარილი და პილპილი და გადავურიოთ. გავაცხელოთ ტაფა მცირედი ზეთით საშუალო ცეცხლზე, დავასხათ გულები და შევწვათ სანამ ბოლომდე არ შეშრება. როცა გულები მზად იქნება, ერთი მხარეზე დავადოთ ყველი და მოვახვიოთ რულეტად, მივწიოთ ტაფის კიდესთან და დარჩენილ ადგილას დავასხათ მწვანილიანი ცილა, როცა ცილაც კარგად მოიხარშება, გავაგრძელოთ რულეტის დახვევა ბოლომდე.
გადმოვდგათ ცეცხლიდან და მზად არის რბილი, ორფენიანი ომლეტი — გარედან ცილა და მწვანილი, შიგნით გულები და გამდნარი ყველი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან