კულინარია
ორაგულის სტეიკი ნაღებისა და ღვინის სოუსში
№48
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.12, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ორაგულის სტეიკი ნაღებისა და ღვინის სოუსში.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ნაჭერი ორაგულის სტეიკი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 200 მილილიტრი თეთრი ღვინო
🔸 150 მილილიტრი ნაღები
🔸 ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, კარაქი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
ორაგულის სტეიკი გარეცხეთ, გაამშრალეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით კარაქში, ორივე მხრიდან. შემდეგ ამოიღეთ და გადადეთ ცალკე თეფშზე. დარჩენილ ცხიმში ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. დაასხით თეთრი ღვინო და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნაღები და დაჭრილი ოხრახუში. წამოადუღეთ და სოუსიც მზადაა. მზა სოუსი მოასხით ორაგულის სტეიკს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან