კულინარია

ორაგულის სალათა ყაბაყითა და ბროწეულით

№41

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ორაგულის სალათა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 300 გრამი ორაგულის ფილე

🔸 150 გრამი ბრინჯი

🔸 2 ცალი ყაბაყი

🔸 ნახევარი ლიმონის წვენი

🔸 1,5 ჭიქა ბროწეულის მარცვლები

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 ნახევარი კონა ქინძი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორაგულის ფილეს მოაყარეთ პილპილი და მარილი, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და დაჭრილ ყაბაყთან ერთად გამოაცხვეთ ღუმელში. მოხარშულ და გაცივებულ ბრინჯს დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დანაწევრებული თევზის ფილე, დაჭრილი ყაბაყი, ბროწეული და კარგად ამოურიეთ. ზემოდან მოაყარეთ ქინძის ქორფა ფოთლები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა