კულინარია
ორაგული მაყვლით
№30
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.08, 2023 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ორაგულის ფილე
🔸 1,5 ჭიქა გახეხილი მაყვალი
🔸 2,5 სადილის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეთი
🔸 1 ჭიქა მაყვალი ზემოდან მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
წამოადუღეთ მაყვალი და წითელი ღვინის ძმარი 2-3 წუთის განმავლობაში და გადადეთ. თევზს მოასხით ზეთი, აურიეთ ლიმონის ცედრა, პილპილი და მარილი და მოათავსეთ გახურებულ ტაფაზე. შეწვით თავდახურული ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. თევზს მოასხით მაყვლისა და ძმრის სოუსი, ზემოდან მოაყრეთ მაყვალი და მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან