კულინარია

ორაგული ლიმონისა და მწვანილის სოუსით

№44

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.11

ორაგული
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 ნაჭერი ორაგულის ფილე

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი

🔸 1 ცალი ლიმონი

🔸 თითო-თითო კონა ოხრახუში და კამა

🔸 როზმარინის ფოთლები

🔸 1 სადილის კოვზი კარაქი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ორაგულის ფილეს მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი ორივე მხარიდან, მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი და დაამატეთ ცოტა ლიმონის ცედრა. ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი და გააცხელეთ საშუალო ტემპერატურაზე. მასზე მოათავსეთ ფილე კანით ქვემოთ და შებრაწეთ 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ კანი ხრაშუნა და ოქროსფერი არ გახდება. როცა ორაგულის ქვედა მხარე კარგად შეიბრაწება, ფრთხილად გადააბრუნეთ და მეორე მხარესაც 2-3 წუთი შეწვით, ისე, რომ თევზი რბილი და მოყვითალო-ვარდისფერი გახდეს. როცა ორაგული თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ ნიორი, დაჭრილი ოხრახუში და როზმარინი. შემდეგ დაამატეთ კარაქი და დაელოდეთ, რომ გადნეს. თევზის გარშემო ტაფაში ჩაასხით დარჩენილი ლიმონის წვენი. მზა ორაგული გადმოიღეთ ლანგარზე, ზემოდან მოასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი კამა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა