ორაგული გოგრითა და ისპანახით ნაღებში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
![ორაგული გოგრით ორაგული გოგრით](/files/2025/02/10/12477/oraguli-gogrit_w_h.jpeg)
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერი ორაგულის ფილე
🔸 180 გრამი გოგრა
🔸 400 გრამი ისპანახი
🔸 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 50 გრამი კედრის თესლი
🔸 1 ცალი ლიმონი
🔸 250 მილილიტრი ნაღები
🔸 50 გრამი მასკარპონე
🔸 მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი – გემოვნებით
🔸 ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მოშუშეთ ხახვი ტაფაზე, ცხელ ზეთში. მოაყარეთ მწიკვი მარილი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი გოგრა და ნიორი. 2 წუთში დაუმატეთ ისპანახის ფოთლები. როცა ფოთლები მოიწალება, მოაყარეთ მუსკატის კაკალი, მარილი და პილპილი, შემდეგ შეურიეთ ნაღები და მასკარპონე. როცა წამოდუღდება, გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. მასში ჩააწყვეთ თხლად დაჭრილი ლიმონი, ზემოდან დაალაგეთ ორაგულის ნაჭრები, მოაყარეთ კედრის თესლი და 20 წუთით მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან