ნამცხვარი შავი მოცხარის მუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
ცომი – 150 გრამი ფქვილი, 50 გრამი რბილი კარაქი, 50 გრამი ყავისფერი შაქარი, 1 კვერცხი.
გულსართი – 200 გრამი შავი მოცხარი, 120 გრამი ყავისფერი შაქარი, 100 მილილიტრი ნაღები (33-38%-იანი), 2 კვერცხი, 20 გრამი კარტოფილის სახამებელი, შაქრის პუდრა.
მომზადების წესი 👩🍳
პირველად მომზადდება ცომი – დაჭრილ კარაქს დაამატეთ ყავისფერი შაქარი და კარგად ათქვიფეთ, ისე, რომ ერთგვაროვან, კრემისებურ მასად იქცეს. ჩაუმატეთ კვერცხი და აურიეთ. შემდეგ თანდათან დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ.
20 სანტიმეტრის დიამეტრის ფორმაში ჩააფინეთ გამოსაცხობი ქაღალდი და ჩაასხით მასში ცომი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი, რომ ცომი გამყარდეს.
გულსართისთვის: ბლენდერში ჩაყარეთ მოცხარი და დაასხით 100 მილილიტრი ცხელი წყალი, დააბლენდერეთ, ისე, რომ პიურე გახდეს. კვერცხები ოდნავ ათქვიფეთ, შეურიეთ მოცხარის პიურე, ნაღები, ყავისფერი შაქარი და სახამებელი. ურიეთ, სანამ შაქარი არ გაიხსნება და მასა ერთიანი არ გახდება.
ცომი მოათავსეთ წინასწარ 180°C-მდე გახურებულ ღუმელში და გამოაცხვეთ. 15 წუთის შემდეგ გამოიღეთ, ცომში შეურიეთ გულსართი და დააბრუნეთ ღუმელში. 20-30 წუთში ნამცხვარი მზად იქნება. გამოიღეთ, გააცივეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან