ნამცხვარი საუზმისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.09

გემრიელი ნამცხვრის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 კვერცხი
🔸 120 გრამი შაქარი
🔸 ძალიან ცოტა მარილი
🔸 ვანილი
🔸 120 მილილიტრი რძე
🔸 120 მილილიტრი ზეთი
🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 1 სადილის კოვზი ლიმონის ცედრა
🔸 200 გრამი ფქვილი
🔸 12 გრამი ცომის გამაფხვიერებელი
🔸 1 სადილის კოვზი ფორთოხლის წვენი
🔸 200 მილილიტრი ნაღები
🔸 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრა
🔸 ჟოლო - მოსართავად.
მომზადების წესი 👩🍳
მიქსერით კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, ჩაუმატეთ სულ ცოტა მარილი და ვანილი, ნელ-ნელა შეურიეთ თბილი რძე, შემდეგ – ლიმონისა და ფორთოხლის წვენი, ლიმონის ცედრა და კარგად აურიეთ.
ფქვილს დაუმატეთ ცომის გამაფხვიერებელი, ნელ-ნელა შეურიეთ კვერცხიან მასას და მოამზადეთ ცომი. ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში (ზომით – 42/32) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 25 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და გააცივეთ.
ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა. გამომცხვარი ბისკვიტიდან ჭიქით ამოჭერით წრეები. ბისკვიტის ნარჩენები კარგად დაფხვენით,. ნამცხვრებს წაუსვით ნაღების კრემი და ორ-ორი შეაერთეთ, კრემი ზემოდანაც გადაუსვით, მოაყარეთ ბისკვიტის ნაფხვენი და სათითაოდ დაადეთ ჟოლო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...