კულინარია

მჟაუნას სასარგებლო თვისებები

№18

ავტორი: ქეთი კაპანაძე 12:00 15.05, 2023 წელი

მჟაუნა
დაკოპირებულია

მჟაუნას, როგორც სამკურნალო მცენარეს, უძველესი დროიდან იყენებდნენ. მჟაუნას კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 22 კალორიაა.

კვებითი ღირებულებაა: ცილები – 1,5 გრამი, ცხიმები – 0,3 გრამი, ნახშირწყლები – 2,9 გრამი.

მჟაუნას სასარგებლო თვისებები

👉ტკივილგამაყუჩებელი: იყენებენ წელის ტკივილისას, რევმატიზმის, მტკივნეული მენსტრუაციის, კლიმაქსის სიმპტომებისას;

👉ნაღვლმდენი და სოკოს საწინააღმდეგო: ეფექტურია ცისტიტის, ფურუნკულოზის, სოკოვანი დაავადებებისას;

👉სისხლდენის შემაჩერებელი;

👉 შემკვრელი საშუალება: იყენებენ დიზენტერიის, კუჭის აშლილობის დროს;

👉ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური;

👉იყენებენ ღრძილების ანთებისა და ანგინის დროს;

👉როგორც პროფილაქტიკური საშუალება ციებ-ცხელების, მუნისა და სხვა დაავადებებისას.

მჟაუნა ქალებისთვის:

მკურნალები ამ მცენარეს უძველესი დროიდან იყენებენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ მჟაუნა აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს მოცულობას მენსტრუაციის დროს, აამებს ტკივილს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს. მჟაუნას ასევე შეხვდებით უნაყოფობის სამკურნალო რეცეპტებში. მცენარე ძალიან სასარგებლოა მეძუძური დედებისთვის. მისი გამოყენება უმჯობესია თერმული დამუშავების შემდეგ, რადგან ამით მისი მჟავიანობა ნეიტრალდება. თუ ადამიანს ალერგია არა აქვს, მისი ნედლი სახით გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ზომიერი რაოდენობით.

მჟაუნა მამაკაცებისთვის:

მცენარეში შემავალი ნივთიერებები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას; ამით მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევა აქტიურდება, ეს კი ამაღლებს პოტენციას.

როგორ მივიღოთ მჟაუნა და რისთვის

მჟაუნას ქორფა ფოთლების სალათა, მცენარეული ზეთით, შესანიშნავი საშუალებაა ქოლესტერინთან ბრძოლისთვის. ამ შემადგენლობით ის აძლიერებს და წმენდს სისხლძარღვებს. რეგულარული მიღების დროს კი ასევე ძლიერდება ნერვული სისტემა. სჯობს, ეს სალათა მშიერ კუჭზე მიიღოთ.

მცირეოდენი სისხლდენისას მჟაუნა ანტისეპტიკური საშუალების ფუნქციასაც ასრულებს – მიიდეთ ფოთოლი ჭრილობაზე.

მჟაუნას ახლად გამოწურულ წვენს შეუძლია, დაშალოს კენჭები თირკმელებში. მიიღეთ უზმოზე და ღამე 100 მილიგრამი, წვენის სახით, 10-12 დღის განმავლობაში.

საკვებითა და ალკოჰოლით ძლიერი მოწამვლისას დალიეთ წყალში გახსნილი 50-60 მილიგრამი მჟაუნას წვენი (თანაფარდობა 50/50). მკურნალობის კურსი – 10-14 დღე.

რევმატიზმისა და წელის ტკივილისას მოამზადეთ ქორფა ფოთლების ფაფა. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დადეთ დოლბანდზე ან სხვა ქსოვილზე და მიიდეთ მტკივნეულ ადგილზე. ზევიდან დააფარეთ პოლიეთილენი და შალის ქსოვილი ან პირსახოცი – სითბოსთვის. კომპრესი მოიხსენით 20-30 წუთის შემდეგ და კანი დაიზილეთ, სანამ მშრალი არ გახდება. ეს პროცედურა შეასრულეთ დღეში, მინიმუმ, ერთხელ, სანამ ტკივილი არ გაქრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა