მწვანე ვაშლის ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 19.11

გემრიელი ვაშლის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი მწვანე ფქვილი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გასაფხვიერებელი
🔸 70 გრამი ხაჭოს ყველი
🔸 ცოტა მარილი.
შიგთავსი: 5 ცალი მწვანე ვაშლი, 180 გრამი შაქარი, 1 სადილის კოვზი სიმინდის სახამებელი, 1 კვერცხი, 100 გრამი ხაჭოს კრემ-ყველი, 150 გრამი არაჟანი, ვანილის შაქარი.
მომზადების წესი 👩🍳
ჯერ მოამზადეთ ცომი – გაცრილი ფქვილი ჩაყარეთ თასში, ჩაახეხეთ წინასწარ გაყინული კარაქი და აურიეთ. მარილი და გასაფხვიერებელი ხელით კარგად ასრისეთ, დაუმატეთ ხაჭოს ყველი და მოამზადეთ ფხვიერი ცომი. აქციეთ ბურთად, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და გააჩერეთ მაცივარში ერთი საათით მაინც. გაცივებული ცომი გააბრტყელეთ, ჩატკეპნეთ 24 სანტიმეტრის დიამეტრის გამოსაცხობ ფორმაში, ნაპირები აუმაღლეთ და ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. ვაშლი გათალეთ და დაჭერით ძალიან თხელ ნაჭრებად. დაალაგეთ თუშფალანგზე და გადაავლეთ მდუღარე წყალი. რომ დარბილდება, დაახვიეთ, როგორც ვარდები და დააწყვეთ ცომის ზედაპირზე.
თასში მოათავსეთ ხაჭოს ყველი, ჩაასხით არაჟანი, ჩაუმატეთ შაქარი, ვანილის შაქარი, კვერცხი, სიმინდის სახამებელი და დააბლენდერეთ. მიღებული მასა მოასხით ვარდებს და გამოაცხვეთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან