კულინარია
მწვანე ლობიოსა და პომიდვრის სალათა შემწვარი სულგუნით
№27
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.07, 2023 წელი

მწვანე ლობიოსა და პომიდვრის კერძის გემრიელი რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი სულგუნი
🔸 200 გრამი პომიდორი ჩერი
🔸 400 გრამი ქორფა მწვანე (ფრანგული) ლობიო
🔸 1 კვერცხი, ცოტა ფქვილი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით სულგუნი პატარა ნაჭრებად. კვერცხი ათქვიფეთ. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მასში შეწვით მწვანე ლობიო და პომიდორი ჩერი. გადაიტანეთ სასალათეში. ამოავლეთ სულგუნის ნაჭრები კვერცხში, შემდეგ ფქვილში, ორივე მხრიდან შეწვით ზეთში და დაუმატეთ სალათას. ბოლოს მოაყარეთ მარილი და პილპილი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან