კულინარია

მწვანე ლობიო პომიდორში (სამარხვო)

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.03

მწვანე ლობიო
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი გაყინული მწვანე, გრძელი ლობიო

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 4 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 1 ჩაის კოვზი კარტოფილის ფქვილი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ცოტა წითელი, ცხარე წიწაკა (დაფქული).

მომზადების წესი 👩‍🍳

ლობიოს დაასხით მდუღარე, შემდეგ მოათავსეთ თუშფალანგზე და დაწურეთ. პომიდორი კანიანად გახეხეთ (შეგიძლიათ გამოიყენოთ დაკონსერვებული პომიდორი საკუთარ წვენში). ერთმანეთში შეურიეთ სოიის სოუსი, გასრესილი ნიორი, კარტოფილის ფქვილი და ცხარე წიწაკა. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი, მოშუშეთ მასზე ლობიო და პომიდორი, შუშეთ თავდახურულ ტაფაზე 15 წუთის განმავლობაში, მოასხით სოუსი და განაგრძეთ შუშვა ძალიან ძლიერ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. ამგვარად შეგიძლიათ, მოამზადოთ სატაცურიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა