მწვადი მაწვნის მარინადში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.07, 2021 წელი

მწვადის მოყვარულებს „თბილისელები“ უგემრიელესი მარინადის რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო ინგრედიენტები:
✅ 1 კილოგრამი ღორის ხორცი
✅ 4 სუფრის კოვზი მაწონი
✅ 1,5 სუფრის კოვზი ძმარი
✅ 2 თავი წითელი ხახვი
✅ 4 ცალი დაფნის ფოთოლი
✅ პილპილი და მარილი – გემოვნებით
მომზადების წესი:
დაჭრილ ხორცს დაამატეთ დაჭრილი ხახვი, ძმარი, პილპილი, მარილი, მაწონი და დაფნა. კარგად აურიეთ და მოათავსეთ მაცივარში ერთი ღამით.
მაწონი ხორცს დაარბილებს და უფრო წვნიანსა და გემრიელს გახდის. დამარინადებული ხორცი შეგიძლიათ, შეწვათ შამფურზე წამოგებული ან ტაფაზე – ჩვეულებრივად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან