მსუბუქი სალათა კომბოსტოსგან (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.06

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი დაჭრილი
🔸 დამჟავებული კომბოსტო
🔸 3 ცალი დამწნილებული კიტრი
🔸 1 ქილა (500 გრამი) სოკო მარინადში
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 სულ ცოტა შაქარი, შავი პილპილი და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ, უყავით სულ ცოტა მარილი და დანამეთ ზეთით. მჟავე კომბოსტო დაწურეთ და მოშუშეთ ძალიან ცხელ ტაფაზე, ძლიერ ცეცხლზე, მცირე რაოდენობის ზეთში. კიტრის მწნილი წვრილ ჩხირებად დაჭერით. სოკო დაწურეთ თუშფალანგზე, შემდეგ დაჭერით და კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით. კომბოსტო, სოკო, სტაფილო და ხახვი შეურიეთ ერთმანეთს, გადმოიტანეთ თასში, დაუმატეთ კიტრის მწნილი, უყავით შავი პილპილი, სულ ცოტა შაქარი, აურიეთ, გააცივეთ და მიირთვით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან