კულინარია

მოცვის ბლინები

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.09, 2023 წელი

მოცვის ბლინები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ჭიქა ფქვილი

🔸 2 ჭიქა კეფირი

🔸 2 კვერცხი

🔸2 ჭიქა მოცვი

🔸 2 სადილის კოვზი შაქარი

🔸 2 სადილის კოვზი კარაქი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი სოდა

🔸 შაქრის პუდრა – მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი. კეფირი ოდნავ შეათბეთ, გახსენით მასში სოდა და დაუმატეთ კვერცხს. დააყარეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ. ცომს შეურიეთ გამდნარი კარაქი და მოცვი. ტაფა გააცხელეთ, წაუსვთ კარაქი, დაასხით ცომი და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან საშუალო ტემპერატურაზე. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა