კულინარია

მოხრაკული მაკარონი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.07, 2025 წელი

მოხრაკული მაკარონი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 შეკვრა მაკარონი – ნებისმიერი ფორმის

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი

🔸 1 შეკვრა ოხრახუში

🔸ზეთი, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ღრმა ტაფაში, ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, დაუმატეთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პომიდორი. შემდეგ დაუმატეთ მაკარონი და ერთად მოშუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე და აურიეთ. როცა სითხე ამოშრება, კიდევ ერთი ჭიქა მდუღარე დაასხით. დაახურეთ თავსახური და მაკარონი რომ მოიხარშება, მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი და განსხავებული კერძი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი