კულინარია

მოხრაკული ძროხის ხორცი ჩაშუშული ბოსტნეულით

№17

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.05, 2021 წელი

მოხრაკული ძროხის ხორცი
დაკოპირებულია

გემრიელი რეცეპტები „თბილისელებისგან“:

საჭირო ინგრედიენტები: 1 მო­ზ­რ­­­დ­ი­ლი ყაბაყი, 1 ცალი მოზრდილი ბად­რ­იჯანი, 2 ცალი ბულგარული წი­წაკა, 2 ცალი პომიდორი, 2 თავი ხა­ხვი, 1 თავი ნი­ორი, სახამებელი, ერთი კილოგრამი ძრო­ხის ხორცი, მარილი, პილპილი, 1 სადილის კოვზი ზეთი, კამა, ოხრახუში, პიტნა, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი ძირა და იმ­ბირი.

მომზადების წესი: ძროხის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად, მოა­ყარეთ სუნელები, მარილი, პილპილი და გააჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით.

მოამზადეთ ბოსტნეული – ბად­რიჯანი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად. მოაყარეთ ცოტა მარილი. ხორცი შებრაწეთ ყველა მხრიდან, ცოტა ზეთში. მოაყარეთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ ბულგარული წიწაკა. აურიეთ. 5 წუთის მერე მოაყარეთ ყაბაყი. აურიეთ. ცალკე ტაფაზე, ზეთში შებრაწეთ სახამებელში ამოგანგლული ბადრიჯანი, შეურიეთ ხორცს. შუშეთ კერძი ძალიან დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათის განმავლობაში. მზადებისას ჩაუმატეთ პომიდორი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. წვენი რომ ჰქონდეს, შეგიძლიათ, სულ ცოტა წყალი დაასხათ. მიირთვით სასურველ გარნირთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი