კულინარია

მინიატურული ჩიზქეიქი თეთრი შოკოლადით

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.05, 2023 წელი

მინიატურული ჩიზქეიქი
დაკოპირებულია

გემრიელი ჩიზქეიქის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 24 ცალი ვანილის ფხვიერი ორცხობილა

🔸 340 გრამი მდნარი ყველი

🔸 85 გრამი თეთრი შოკოლადი

🔸 ნახევარი ჭიქა შაქარი

🔸 მეოთხედი ჭიქა რძე

🔸 ვანილი

🔸1 კვერცხის ცილა, ხილი – მოსართავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

აირღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. მაფინის ფორმებში ჩააფინეთ ქაღალდის გოფრირებული „ჭიქები“. ორცხობილა დაამტვრიეთ და მსუბუქად ჩატკეპნეთ ფორმების ძირში. თეთრი შოკოლადი გაადნეთ და გააცივეთ, მდნარი ყველი ათქვიფეთ მიქსერით 30 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ გამდნარი თეთრი შოკოლადი, შაქარი, რძე, ვანილი და ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შეურიეთ შოკოლადიან მასას, ჩაასხით ფორმებში ისე, რომ მისი ორი მესამედი შეივსოს. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და კარგად გააცივეთ. ფორმიდან ამოიღეთ ქაღალდიანად და მთელი ღამით მოათავსეთ მაცივარში. მოაშორეთ ქაღალდი და მორთეთ ნებისმიერი ხილით: მარწყვით, კივით, ფორთოხლით - რაც მოგესურვებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი