კულინარია

მაწვნის წვნიანი პიტნით ეკატერინე ანდრონიკაშვილისგან

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.07

ანდრონიკაშვილის კერძი
დაკოპირებულია

ეკა ანდრონიკაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇

გურმანი ვარ და თავადაც კარგად ვამზადებ. ბავშვისთვის მიწევს ყოველდღიურად სხვადასხვა კერძის, წვნიანისა თუ სალათის მომზადება. ჩემი საფირმოა: ხაჭოს პასკა – აღდგომას და საცივი – ახალ წელს. ზოგადად, გურმანი კი ვარ, მაგრამ ბევრს არ ვჭამ, ცოტა მაკმაყოფილებს. ჟურნალ „თბილისელების“ ერთგულ მკითხველს შევთავაზებ მაწვნის საზაფხულო, ცივი წვნიანის რეცეპტს პიტნით.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 მილილიტრი მაწონი

🔸 250 მილილიტრი რძე

🔸 300 მილილიტრი წყალი

🔸 1 კვერცხი

🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 5 ღერი პიტნა

🔸 1 კონა შაშკვლავი

🔸 ნახევარი კონა ქინძი

🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი წვრილად დაჭერით და ზეთში მოშუშეთ. მაწონში ათქვიფეთ ფქვილი და კვერცხი, დაუმატეთ რძე, ცივი წყალი, მოშუშული ხახვი და მუდმივი მორევით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი და კიდევ წამოადუღეთ. შემდეგ კი მოათავსეთ მაცივარში და კარგად გააცივეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული