კულინარია
მაწვნის ცივი წვნიანი
№29
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.07
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 მილილიტრი მაწონი
🔸 250 მილილიტრი რძე
🔸 300 მილილიტრი წყალი
🔸 1 კვერცხი
🔸 1 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 5 ღერი პიტნა
🔸 1 კონა შაშკვლავი
🔸 ნახევარი კონა ქინძი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. მაწონში ათქვიფეთ ფქვილი და კვერცხი, დაუმატეთ რძე, ცივი წყალი, მოშუშული ხახვი და მუდმივი მორევით ხარშეთ დაბალ ცეცხლზე. წვნიანი ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყარეთ დაჭრილი მწვანილი, დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი და კიდევ წამოადუღეთ. ბოლოს კარგად გააცივეთ მაცივარში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან