კულინარია

მარწყვის დესერტი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.06

მარწყვის დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 მილილიტრი იოგურტი ან კეფირი

🔸 20 გრამი ჟელატინი

🔸 100 გრამი ჯემი

🔸 200 გრამი ხაჭო

🔸 150 გრამი ნაღები

🔸 1 სადილის კოვზი კენკრის ლიქიორი

🔸 250 გრამი მარწყვი

🔸 1 შეკვრა ვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

კეფირი და ხაჭო ძალიან კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ ჯემი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები, შეურიეთ ვანილი და ისევ ათქვიფეთ. ჟელატინს დაასხით ცივი წყალი და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ შეურიეთ ნაღების კრემში და კიდევ ათქვიფეთ, ბოლოს ორი კრემი შეართეთ, აურიეთ კარგად, დაუმატეთ კენკრის ლიქიორი, აიღეთ მინის ან ფაიფურის ფორმა, ჩააფინეთ მასში გამოსაცხობი ქაღალდი, დაჭერით მარწყვი და ჩაალაგეთ მასში მჭიდროდ, მოასხით კრემი და მოუსწორეთ ზედაპირი. მოათავსეთ მაცივარში 4 საათის განმავლობაში ან მთელი ღამით. შემდეგ გამოიღეთ, გადმოატრიალეთ ლანგარზე, მოაშორეთ ქაღალდი და დაჭერით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა