მარწყვის დესერტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 24.07, 2022 წელი

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი ორცხობილა
🔸 400 გრამი მარწყვი
🔸 100 გრამი შაქარი
🔸 100 გრამი ნაღები
🔸 250 გრამი ხაჭო.
მომზადების წესი 👩🍳
ორცხობილები დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერის თასში და ათქვიფეთ, სანამ ბოლომდე არ დაიფშვნება. ღრმა თასში ათქვიფეთ ნაღები შაქართან ერთად, შემდეგ დაუმატეთ ხაჭო და განაგრძეთ თქვეფა, რომ ინგრედიენტები ერთგვაროვან მასად გადაიქცეს.
გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ფოთლები და დაჭერით. მარწყვის ნახევარი შეურიეთ ღრმა თასში მიღებული ნაღებისა და შაქრის მასას. დარჩენილი კენკრა კი შეინახეთ.
ინგრედიენტები ფენებად მოათავსეს სალათის თასებში: ჯერ – ორცხობილები, შემდეგ – ნაღები და ბოლოს – მარწყვი. გაიმეორეთ რამდენჯერმე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან