მაფინი კენკრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.10, 2022 წელი

გემრიელი მაფინის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸2 კვერცხი
🔸 180 გრამი არაჟანი
🔸 70 გრამი კეფირი
🔸 250 გრამი ფქვილი
🔸 200 გრამი შაქარი
🔸 2 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი
🔸 400 გრამი კენკრა
🔸 2 სადილის კოვზი შაქრის პუდრა
🔸 100 გრამი ზეთი
🔸 პიტნის ფოთლები.
მომზადების წესი 👩🍳
გაცრილ ფქვილში შეურიეთ ცომის გამაფხვიერებელი. კენკრა (სასურველია წითელი მოცხარი ან ჟოლო) გაარჩიეთ, გარეცხეთ, დაწურეთ და მოაყარეთ შაქრის ნაწილი. ასრისეთ კარგად. ცალკე თასში კარგად ათქვიფეთ კვერცხი შაქართან ერთად. დაუმატეთ არაჟანი, კეფირი, ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ფქვილიანი მასა, შემდეგ დაუმატეთ შაქრიანი კენკრა. კოვზით ამოურიეთ და მოზილეთ ცომი. ჩაასხით მაფინების ფორმაში. გადაანაწილეთ თანაბრად. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. როცა მზად იქნება, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ პიტნის ფოთლებითა და კენკრით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან