მანდარინი ფენოვან ცომში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.03, 2023 წელი

მანდარინის გემრიელი დესერტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸3 ცალი მანდარინი
🔸 200 გრამი ნახევრადფენოვანი ცომი
🔸 30 გრამი კარაქი
🔸 3 სადილის კოვზი შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი შაქრის პუდრა
🔸 1 ჩაის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
მანდარინი გაფცქვენით, დაანაწევრეთ, გაშალეთ დიდ ლანგარძე და დატოვეთ 40 წუთი, რომ გამოშრეს, გაადნეთ ტაფაზე კარაქი, შეურიეთ შაქარი და ჩაყარეთ მასში მანდარინი, ურიეთ 3-5 წუთის განმავლობაში, ცომი გააბრტყელეთ, გაყავით ოთხ ნაწილად, სათითაოდ ამოჭერით გულის ფორმაზე, დაალაგეთ თითოეულზე მანდარინები, მიწყობილად და ასევე გულის ფორმით. ცომის ნაპირები ჩანგლით გაალამაზეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 15 -20 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ პილპილი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან