კულინარია

მაკარონის წვნიანი ნივრის არომატით

№39

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.10

მაკარონის წვნიანი
დაკოპირებულია

გემრიელი მაკარონის წვნიანის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸150 გრამი ხახვი

🔸 ნახევარი ბულგარული წიწაკა

🔸 1 მოზრდილი კბილი ნიორი

🔸 60 გრამი კარაქი

🔸 ცოტა მაგარი ყველი

🔸 100 მილილიტრი თეთრი

🔸 მშრალი ღვინო

🔸 5 სადილის კოვზი სოიის სოუსი

🔸 250 გრამი პასტა-მაკარონი

🔸 1 ლიტრი კუბიკის ბულიონი ან წყალი

🔸 ორეგანო, როზმარინი

🔸 შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ძალიან წვრილად დაჭერით ნიორი, დააქუცმაცეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. შემდეგ მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში, 1 სადილის კოვზ ზეთში და მოშუშეთ. დაუმატეთ ყველა სუნელი, ცოტა მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ, მოასხით სოიის სოუსი და კიდევ აურიეთ. შემდეგ დაასხით თეთრი ღვინო, ნელ-ნელა დაუმატეთ ბულიონი (ან წყალი), დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე და რომ ადუღდება, ჩაყარეთ მაკარონი. მაკარონი რომ მოიხარშება, ჩაუმატეთ გახეხილი ყველი და კარაქი, აურიეთ ნელა და ყველი რომ ჩადნება, წვნიანი მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა