კულინარია

მაკარონის სალათა ზეთისხილით

№40

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.10

მაკარონი
დაკოპირებულია

მაკარონის გემრიელი სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 ერთი შეკვრა მაკარონი

🔸 100 გრამი წვრილი

🔸 მწვანე ლობიო

🔸 ნახევარი ქილა სიმინიდის კონსერვი

🔸 1 ცალი მოზრდილი პომიდორი

🔸 ერთი მესამედი ქილა უკურკო ზეთისხილი

🔸 150 გრამი ყველი ფეტა

🔸 100 გრამი ბეკონი

🔸 ცოტა ზეითუნის ზეთი

🔸 სოიის სოუსი

🔸 ლიმონის წვენი

🔸 მდოგვი

🔸 ცოტა იტალიური სუნელი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოხარშეთ მაკარონი, გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი და კიდევ გადაწურეთ. მოათავსეთ თასში, მოაყარეთ მწვანე ლობიო, დაუმატეთ სიმინდი, კანგაცლილი და კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, ფეტა, ბეკონი, ზეთისხილი და აურიეთ.

სოუსისთვის თასში მოათავსეთ ზეითუნის ზეთი, სოიის სოუსი, მდოგვი, ლიმონის წვენი, ცოტა იტალიური სუნელი, აურიეთ ძალიან კარგად და მოასხით სალათას, ისევ აურიეთ და სალათაც მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა